logo
ENG



რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 106 000 გადააჭარბა

01 მაი 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

ევროპის ქვეყნები კარანტის რეჟიმის შემსუბუქებას იწყებენ. აკრძალვების ნაწილი  დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მოხსნეს, ნაწილში კი უახლოეს დღეებში გეგმავენ. რეჟიმის შემსუბუქების მიუხედავად კოვიდ ინფექციით გარდაცვალების შემთხვევები ევროპის ყველა ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება, თუმცა კლების ტენდენციით, რომელიც თვითიზოლაციაშია. მორიგი მკვეთრი განცხადებები გააკეთა ჩინეთის მიმართ დონალდ ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ქვეყნის დაზვერვის ინფორმაციის წინააღმდეგ ამბობს, რომ ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა.  

კორონავირუსი დაუდგინდა რუსეთის პრემიერს, დიმიტრი მიშუსტინს. რუსეთის პრემიერმა ტესტირების შედეგები ქვეყნბის პრეზიდენტს  ვიდეოკონფერენციისას თავად გააცნო. მის მოვალეობას დროებით ვიცე-პრემიერი შეასრულებს.  პრემიერ-მინისტრთან კონტაქტში მყოფი პირები კი იზოლაციაში იქნებიან. უცნობია, ბოლო პერიოდში, ჰქონდა თუ არა რუსეთის მთავრობის მეთაურს ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია. 

„ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ახლა გავიგე, რომ პასუხი კორონავირუსის ტესტზე, რომელიც ჩამიტარეს, დადებითია.  მოთხოვნების თანახმად თვით-იზოლაციაში უნდა ვიყო და ექიმების მოთხოვნებს დავემორჩილო. ეს აუცილებელია, რომ ჩემი კოლეგები უსაფრთხოდ იყვნენ“, - განაცხადა პრემიერმა.

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გამოვლინდა შვიდი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 106 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი კოვიდ ინფექციით ქვეყანაში 101 ადამიანი გარდაიცვალა.

ვირუსის პიკი გადალახა დიდმა ბრიტანეთმა. განცხადება ბორის ჯონსონმა კოვიდ ინფექციისგან განკურნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის მომავალ კვირაში საზოგადოებას მოქმედი შეზღუდვებისგან გათავისუფლების სტრატეგიას წარუდგენს. მედიასთან გამოსვლისას ჯონსინი დიდ ბრიტანეთში ყოველკვირეულ ტრადიციად ქცეულ რიტუალს შეუერთდა, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობა მედიკოსებს ტაშით უხდის მადლობას. 

 


 

 


close დახურვა