რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში, კაბარდინო-ბალყარეთის რეგიონში, მიჟირგის მთაზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-სა და ადგილობრივ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.
ზვავი 33-კაციან ჯგუფს თავს მაშინ დაატყდა, როდესაც ისინი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე იმყოფებოდნენ. მაშველების ცნობით, 10-მა ალპინისტმა მთიდან დამოუკიდებლად ჩამოსვლა მოახერხა, ხოლო ექვსი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 50-ზე მეტი სპეციალისტია ჩართული, თუმცა რთული რელიეფისა და განმეორებითი ზვავის მაღალი საფრთხის გამო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობს.
