logo
ENG



რუსეთში საერთაშორისო გამჭვირვალობის რუსეთის ბიუროს ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

25 აგვ 202411:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/25/zax7z79edndhkwh.jpeg

რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის [Transparency International] ხელმძღვანელი ილია შუმანოვი ძებნაში გამოაცხადეს. მისი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაშია განთავსებული.

შუმანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მედიაზონასთან საუბარში აცხადებს, საქმე იმის გამო აღძრეს, რომ მან მასალა ე.წ. უცხოეთის აგენტისთვის შესაბამისი აღნიშვნის გარეშე გაავრცელა.  

იუსტიციის სახლმა ილია შუმანოვი ე.წ. უცხოეთის აგენტების რეესტრში 2022 წელს შეიყვანა.2023 წელს შუმანოვმა რუსეთი დატოვა და საერთაშორისო გამჭვირვილობა - რუსეთი გადასახლებაში გახსნა.

გასულ წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო გამჭვირვალობის მუშაობა "არასასურველად" გამოაცხადა. უწყებაში ამბობენ, რომ ორგანიზაცია "რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ერევა" და "კონსტიტუციური წყობისთვის და უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის".  Transparency International - არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში კორუფციას გამოვლენაზე მუშაობს და ებრძვის. ის 1993 წელს დაარსდა. ის 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის საქართველოშიც.


close დახურვა