logo
ENG



რუსეთში სამხედრო აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის საბაბით გაუქმდა

09 მაი 202212:20
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთში სამხედრო აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა.

მიზეზად კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამინდი დაასახელა. 

ცერემონიაზე, მოსკოვის წითელ მოედანზე, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 77 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 77 თვითმფრინავი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

ჩატარდა მხოლოდ სახმელეთო აღლუმი. სიტყვით გამოვიდა ვლადიმირ პუტინი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. თუმცა, მნიშვნელოვანი მიღწევები არ აქვს. ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთის სამხედრო მობილიზება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს მიემართება. 


close დახურვა