რუსეთში, კალინინგრადის ოლქში სასწავლო ფრენის შესრულებისას Su-30-ის გამანადგურებელი ჩამოვარდა. დასავლეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ეკიპაჟი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. უწყებაში დააზუსტეს, რომ თვითმფრინავი საბრძოლო კომპლექტის გარეშე დაფრინავდა და უკაცრიელ ადგილას ჩამოვარდა.