აქციის დარბევის დროს დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოებიდან გაეწერა. ამჟამად მკურნალობას მხოლოდ ერთი პაციენტი აგრძელებს. ის ინგოროყვას კლინიკაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან 26 ნოემბერს გამთენიისას სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 ადამიანი დაშავდა. აქედან ერთს დაზაინება თვალის მიდამოში ჰქონდა. რაც შეეხება დაკავებულებს, მათი ნაწილი კვლავ არ გაუთავისუფლებიათ.