logo
ENG



რუსთაველზე მდებარე სმარტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

18 აპრ 202023:44
3 წუთის საკითხავი
 
kcn8xzrs6vj8zqt.jpg

რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ “სმარტის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ქსელის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირდა დაცვის თანამშრომელი, რის გამოც ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაიკეტა ობიექტიც და ჩატარდა დეზინფექცია, ამის შემდეგ კი სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ჩვენი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას. აქვე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს თანამშრომელს, რომლებიც დაავადების გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და აწვდნიან მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს“, -ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია ისიც, რომ უკვე 22 აპრილიდან “სმარტის” ყველა ობიექტზე მისულ მომხმარებლებს მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ მიიღებენ. კომპანიიც ცნობით თანამშრომლების თერმოსკრინინგი აქამდეც სისტემატიურად ხორციელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირდა 388 პირი. კორონავირუსს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 86 გამოჯანმრთელდა.

პირველად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა