რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა.
პოლიციამ აქციის მონაწილეები დაკავების მანქანაში იმ დროს გადაიყვანა, როდესაც ისინი ტროტუარზე იდგნენ. მანამდე, სანამ დაკავებები დაიწყებოდა, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს.
კადრებში ჩანს, რომ დაკავებულებს შორის არის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ დროისთვის 15-ზე მეტი აქციის მონაწილეა დაკავებული.
დაკავებების შემდეგ პოლიციამ პარლამენტის წინ, ტროტუართან ე.წ. ცოცხალი კედელი აღმართა და მოქალაქეებს გზაზე გადასვლის საშუალებას აღარ აძლევს.
