logo
ENG



რუსთაველის გამზირზე აქცია 19 საათზე განახლდება

15 ნოე 201917:31
3 წუთის საკითხავი
 
4ekvl3mbu099kns.jpg

პარლამენტთან გამოსვლების დაწყებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება. ადგილზე დილიდან არ წყდება პროტესტი, იზრდება აქციის მონაწილეების რაოდენობაც. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სანამ ხელისუფლება პროპორციული წესით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებს, ისინი არ დაიშლებიან.

მოქალაქეთა ნაწილმა დამატებით მიიტანეს კასრები და შეშა. ამ დროისთვის ოპოზიციის ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იმყოფებიან და დამატებით სამოქმედო გეგმებს ისინი სწორედ საღამოს 7 საათზე, აქციაზე გააჟღერებენ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი გუშინდელი დღიდან გრძელდება. ამის მიზეზი კი, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნა გახდა. საზოგადოება ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითხოვს.


close დახურვა