logo
ENG



რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა

26 ნოე 201906:19
3 წუთის საკითხავი
 
hgbs4ctmoqat3zd.png

რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ფორმულა ნიუსის ეთერში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა სპეცრაზმი მშვიდობაინ მოქალაქეებს თავს დაესხა.

"სპეცრაზმი დაესხა თავს, მშვიდობიანად იდგნენ ხელაწეულები, სპეცრაზმი დღეს აგრესიული იყო ბევრად. ამასაც გავუძლებთ, მაინც მივიყვანთ იმ სიტუაციას რომ ქვეყანაში დამყარდება არა რუსული რეჟიმი, არამედ ქართული რეჟიმი გაიმარჯვებს", აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას"  ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი. 

Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks 

 


close დახურვა