ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ისინი სპეცრაზმისგან გაწმენდილ სამანქანო გზას ასუფთავებენ.
პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი.
Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks