logo
ENG



რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

05 იან 202212:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/05/ypb4dpackxscau7.png
ფოტო: რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაუდასტურა.

როგორც მსახიობის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, გარდაცვალების მიზეზი, გულის შეტევაა, თუმცა ოფიციალური მიზეზი უცნობია. 

ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2005 წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.


close დახურვა