logo
ENG



რუსთავი 2-ის ბედს არა სასამართლო, არამედ ხელისუფლება წყვეტს - რომან გოცირიძე

21 ოქტ 201917:22
3 წუთის საკითხავი
 
j0nwosgvqlvcnyk.jpg

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, „რუსთავი 2“-ის ბედს არა სასამართლო, არამედ ხელისუფლება წყვეტს.

ასე გამოეხმაურა ის სასამართლოს მიერ „რუსთავის 2“-ის 60%-იანი წილის დაყადაღების საკითხს.

„სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-ის ბედს წყვეტს არა სასამართლო, არამედ ქართული ოცნების ხელმძღვანელობა და ბიძინა ივანიშილი. ამ პირობებში, როცა 28 მილიონი აქვს ვალი და რომელიც სწორედ სახელწიფოს უკანონო ზეწოლის შედეგად წარმოიშვა, ნებისმიერ მომენტში, ვისი საკუთრებაც არ უნდა იყოს, მხოლოდ ფორმალობაა, თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ „რუსთავი 2“ გაკოტრდეს და დაიხუროს. დამოკლეს მახვილივით ადევს მთავრობის ხელი „რუსთავი 2“-ის კისერს და როდის აწევს და დაწევს არავინ იცის,“ - განაცხადა გოცირიძემ.  

შეგახსენებთ, რომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. მოსამართლემ სამაუწყებლო კომპანიის 60%-ს ყადაღა დაადო. ყადაღა ძალაში საქმის საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე დარჩება. „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებმა წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 17 ოქტომბერს მიმართეს. საქმეში მთავარი მოპასუხე ქიბარ ხალვაში იქნება. სარჩელში მოპასუხე მხარედ პაატა კარსანიძეც არის დაფიქსირებული, რომელმაც 2004 წელს „რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტი იყიდა და იმავე დღეს ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

 


close დახურვა