რუსთავი 2 და პრაიმ ტაიმი ერთიან ჰოლდინგად ყალიბდება. ამის შესახებ რუსთავი 2-ის დირექტორმა პაატა სალიამ ფორმულას განუცხადა.
მისი თქმით, არხზე დაბრუნდნენ გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე.
"გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ცოტა მეტს დეტალს გაგაცნობთ, როდესაც პროცესები დასრულდება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არხზე დაბრუნდნენ დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია. ვგეგმავთ, რომ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენი გადაცემები უფრო მრავლფეროვანი გახდეს. რუსთავი 2 კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ყურებადი გახდება. ჩვენ მიზნად ვისახავთ 2022 წლისთვის სატელევიზიო ბაზარაზე პირველობას", - განაცხადა სალიამ.
5 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაციის მიზეზად "პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა" დასახელებული.
სტრუქტურული რეორგანიზაცია კომპანიაში დასაქმებული "ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციასაც" გულისხმობს.