რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში მდებარე სასადილოს უკიდია.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. შენობაში უკვე შევიდა რამდენიმე სახანძრო ჯგუფი. უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე.
ეს არ არის ის ციხე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია, რომლის ტერიტორიაც მომიჯნავედ მდებარეობს და დაახლოებით 100 მეტრში იწყება.