რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარედ პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს. საქართველოსთვის წევრს მხარი საკუთარი პარტიისა სამმა და ნაციონალური მოძრაობის 15-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ასევე, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ენმ-ს კანდიდატმა ალექსანდრე ბერიძემ დაიკავა. თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე გახდა პარტია საქართველოსთვის წევრი ზაზა ჯაიანი.
"ნაციონალურ მოძრაობასაც და ქართულ ოცნებასაც ვთავაზობთ და მოვუწოდებთ, მათი მიღებული მანდატების შესაბამისად შემოვიდნენ საკრებულოში და აიღონ პასუხისმგებლობა იმ პოზიციებზე, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტისთვის მსახურებას კომისიებში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციებზე და სხვა თანამდებობებზე", - განაცხადა პარტია საქართველოსთვის ერთ ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.
რუსთავის მუნიციპალიტეტი მესამეა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის შემდეგ, სადაც ყოფილი პრემიერის პარტიის წარმომადგენელი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე.