რუსთავის სასაფლაოზე ძლიერი ხანძარი იყო. ხანძრის ამსახველი კადრები "ინფო რუსთავმა" გაავრცელა. ცეცხლი 80 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ადგილზე ათამდე მეხანძრე- მაშველი მუშაობდა და ხანძრის კერის ლიკვიდირება რამდენიმე საათში მოახდინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სასაფლაოზე წელს უკვე მესამედ გაჩნდა, მთავარ მიზეზად კი დაუდევრობა სახელდება.