რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულის აივნიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა.
მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით).