logo
ENG



რუსთავში, მტკვრის სანაპიროზე შუა ხნის კაცს ეძებენ

28 იან 202117:35
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავში, მტკვრის სანაპიროზე შუა ხნის კაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 

​არსებული ინფორმაციით, კაცი სახლიდან 2 დღის წინ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც სანაპიროზე მისი პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი იპოვეს. 

სამძებრო სამუშაოებში მაშველები და მყვინთავები მონაწილეობენ. ასევე გამოყენებულია დრონიც. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 


close დახურვა