რუსთავში, მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა.
მუშები კორპუსების სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდნენ, რა დროსაც მეორე სართულიდან გადმოვარდნენ და დაშავდნენ.
24 და 28 წლის მამაკაცები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.