რუსთავში დღეიდან ღია ტიპის ერთ-ერთი ბაზარი იხსნება. საუბარი ე.წ სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
ადმინისტრაციას პანდემიის პირობებში მუშაობის შესახებ რეკომენდაციები უკვე გადაეცათ. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმედოვნებს, რომ ადმინისტრაცია რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და აგრარული ბაზრის დაკეტვის საჭიროება არ დადგება.