logo
ENG



რუსთავში საკრებულოს ენმ-ის დეპუტატის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

06 აპრ 202119:21
3 წუთის საკითხავი
 
რუსთავში საკრებულოს ენმ-ის დეპუტატის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

სასამართლომ ენმ-დან რუსთავის საკრებულოს წევრის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეზობლებს შორის საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"დაპირისპირების დროს ნ.ტ.-მ იძალადა გ.მ.-ზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც ბრალდებულმა გ.მ.-ს ფეხის არეში დანით დაზიანება მიაყენა", - აცხადებენ შსს-ში. 

შემთხვევა კვირას, 4 აპრილს მოხდა. დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) 126-ე (ძალადობა) და 151-ე (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) მუხლების პირველი ნაწილებით წარედგინა. 

 


close დახურვა