logo
ENG



რუსთავში საპროტესტო მოძრაობა გავიგუდეთ აქციებს აანონსებს

31 ოქტ 201922:24
3 წუთის საკითხავი
 
hgw67jfaeaofdi2.png

რუსთავსა და გარდაბანში ათობით საწარმო ჰაერს აბინძურებს და მოსახლეობის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ადგილობრივები პასუხისმგებელ უწყებებს მიმართავენ და საწარმოების საქმიანობის გაკონტროლებას მოითხოვენ. ეკოლოგიის პრობლემებთან საბრძოლველად რუსთავში საპროტესტო მოძრაობა "გავიგუდეთ"აქციებს აანონსებს. 

გარდაბნისა და რუსთავის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფელ ტაზაკენტის მაცხოვრებლებს წლებია სუნთქვა უჭირთ. ამბობენ,რომ მათი დიდი  ნაწილი ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვის. ჰაერს სოფელში არსებული ცემენტის, მეტალურგიისა და აზოტის საწარმოები აბინძურებს. 

რუსთავსა და გარდაბანში დაბინძურებული ჰაერი ხილული პრობლემაა. ფაბრიკა-ქარხნები აფრქვევენ მტვერს, ნახშირორჟანს, ჭვარტლს, მყარ ნაწილაკებს, ქიმიურ ნივთიერებებს. ქარხნებიდან ამომავალი კვამლი სხვადასხვა ფერის, ფორმის და ზომისაა. სოფელ გარჩიანთან მტვერში გახვეულმა გაჯის საწარმომ ფორმულას კამერის დანახვისას მუშაობა შეწყვიტა.

რუსთავი და გარდაბანი სამრეწველო ზონაა. აქ 30-ზე მეტი საწარმო აღირიცხება, მათ შორის თბოელექტროსადგურები, მეტალურგიული ქარხნები, გაჯის და ცემენტის საწარმოები, ქიმიური მრეწველობა. 27 ოქტომბრის ჩანაწერით, მტვრისა და მისი ნაწილაკების გაფრქვევის მაჩვენებელი 2-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. 

მწვანე ალტერნატივა გარემოს დაცვის სამინისტროს საწარმოების მონიტორინგის მექანიზმის არარსებობაში ადანაშაულებს და  გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებასა და მტვრის ნაწილაკების ქიმიურ ანალიზს მოითხოვს.

ჰაერის დაბინძურებას და ეკოლოგიურ პრობლემებს აპროტესტებენ რუსთავშიც. "გავიგუდე" ამ სახელწოდებით ადგილობრივმა აქტივისტებმა საპროტესტო მოძრაობა დაიწყეს. ისინი მთავარ პასუხისმგებლობას ქარხნეს აკისრებენ და ფილტრების დაყენებას მოითხოვენ.

 

 

 


close დახურვა