უკრაინული გამოცემა Unian რუსი ბიზნესმენის ლეონიდ ნევზლინის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ინფარქტი ჰქონდა, მისი მდგომარება მძიმეა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბიზნესმენის ცნობით, შოიგუ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს და, შესაძლოა, შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიეღო.
ნევზლინი აცხადებს, რომ შოიგუს ინფარქტი, შესაძლოა, ბუნებრივი მიზეზებით არ ყოფილიყო გამოწვეული.
„სიახლეები მოსკოვში ჩემი წყაროსგან: შოიგუ თამაშიდან გავიდა, შესაძლოა ის დაინვალიდდეს თუ გადარჩება. მას მოულოდნელად მასიური გულის შეტევა ჰქონდა, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, აპარატებზე შეერთებული“, - წერს ნევზლინი.