logo
ENG



რუსი დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი დაინფიცირდა - კორონავირუსმა რუსეთის სათათბიროში შეაღწია

26 აპრ 202012:29
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსმა რუსეთის სათათბიროში შეაღწია. კოვიდ 19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი მკურნალობს. ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, დე-სე-თეს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარეს ვირუსი თავისი მძღოლისგან გადაედო. მას ორივე ფილტვის ანთება და მაღალი ტემპერატურა აქვს.

კოვიდ 19 დაუდასტურდა კიდევ სამ ადამიანს, რომლებიც დეპუტატებს ემსახურებიან, ასევე სათათბიროს წევრ დიმიტრი ნოვიკოვს. ლეონიდ კალაშნიკოვი ანტი-ქართული განცხადებებითაა ცნობილი. დეპუტატი ბოლოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში 2019 წლსი ოქტომბერში იმყოფებოდა. 


close დახურვა