რუსი ოკუპანტები ჩერნობილის ატომური სადგურიდან გავიდნენ. ინფორმაციას Unian-ი სახელმწიფო სტრუქტურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"განახლებული ინფორმაციას - ამ დროისთვის ჩერნობილის ატომური სადგურის ტერიტორიაზე უცხო პირები არ არიან", - წერია განცხადებაში.
Unian-ის ცნობით, რუსმა სამხედროებმა სადგურზე დასაქმებულ ადამიანებს აიძულეს ხელი მოეწერათ „ოფიციალურ“ საბუთზე, თითქოს 24 თებერვლიდან რუსეთი ობიექტს „იცავდა“.