რუსი ოლიგარქების ნაწილი საკუთარ თვითმფრინავებს ყიდის. საუბარია მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებზე - ვლადიმერ პოტანინი, იური შეფლერი, რუსტამ ტერეგულოვი, ალექსანდრ სვეტაკოვი, არკადი ვოლოჟა და ედუარდ ბერმანი.
რამდენიმე თვითმფრინავი Global Jet-ის საიტზე და კიდევ რამდენიმე პორტალზე უკვე ატვირთულია. მაგალითად ოლიგარქ ვლადიმირ პოტანინის თვითმფრინავი 60 მილიონ დოლარად იყიდება.
აღსანიშნავია, რომ ვრცელდება ინფორმაცია სხვა ოლიგარქების მიერ თვითმფრინავების გაყიდვის შესახებ, თუმცა ისინი ამას კულუარულად აკეთებენ.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცივილიზებულმა სამყარომ რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მათი აქტივები გაყინა.