logo
ENG



რუსი ჟურნალისტი ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოშვეს

11 დეკ 202221:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/11/db7wv0lx3gio5vi.png

რუსი ჟურნალისტი, გამოცემა ხოლოდის პოდკასტის რედაქტორი ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოშვეს.

როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ბოლო რამდენიმე თვეა თბილისში ცხოვრობდა, ამჟამად კი საქართველოში ლატვიიდან ბრუნდებოდა.

ის საზღვარზე ნახევარი საათით გააჩერეს, შემდეგ კი საბუთი გადასცეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა, რადგან "არ აკმაყოფილეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".

ჟურნალისტი აეროპორტიდან რიგაში გააბრუნეს.


close დახურვა