logo
ENG



რუსი სამხედროები სლავუტიჩში შევიდნენ, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა, ისმოდა სროლის ხმა

26 მარ 202214:18
3 წუთის საკითხავი
 

რუსი სამხედროები უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სლავუტიჩში შევიდნენ. 

ქალაქის ასობით მცხოვრები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა. 

26 მარტის დილას კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექასნდრ პავლიუკმა თქვა, რომ "რუსი ოკუპანტები შევიდნენ სლავუტიჩში და ქალაქის ჰოსპიტალი დაიკავეს".

ქალაქის მთავარ მოედანზე გამოსული მოქალაქეები სკანდირებდნენ: "დიდება უკრაინას", "სლავუტიჩი უკრაინაა". გაიშალა უკრაინის დიდ დროშა. 

ადგილზე მინიმუმ სამჯერ ისროლეს ცრემლსადენი გაზი. 

მოგვიანებით ადგილზე ისმოდა ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ხმა. 

რუსმა თავდამსხმელებმა გაიტაცეს სლავუტიჩის მერი, იური ფომიჩივი. ის რამდენიმე საათის შემდეგ გათავისუფლდა და მოქალაქეებსაც მიმართა. 

რუსი სამხედრო ქვეითები სლავუტიჩში რამდენიმედღიანი საჰაერო თავდასხმის - დაბომბვების შემდეგ შევიდნენ. ქალაქი მდინარე დნეპრთან, კიევის ჩრდილოეთით 150 კილომეტრში მდებარეობს და ახლოს არის ბელარუსის საზღვართან. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ქალაქი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ფაქტობრივად იზოლირებულია. 

ქალაქი სლავუტიჩი ჩერნობილის ატომური სადგურის თანამშრომლებისთვის 1986 წლის კატასტროფის შემდეგ აშენდა. 


close დახურვა