რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის უფლებადამცველი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ ქართულ ინტერნეტგვერდებზე თავდასხვმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის რუსული მხარისთვის გადაცემას უკავშირდება. როგორც ადვოკატი ბრიფინგზე აცხადებს, ჰაკერი საქართველოს მისი შესაძლებლობების გამოყენებას სთავაზობდა და ამის სანაცვლოდ თავისუფლებას ითხოვდა.
მისივე თქმით, სუმბაევის გარემოცვამ შური იძია რუსეთისთვის გადაცემის გამო და შეტევა განახორციელა ქართულ საიტებზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ „პროსერვისის“ ბაზაზე არსებული ქართული საიტების უმეტესობა გაითიშა, საიტზე შესვლის დროს კი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოს ხსნიდა წარწერით - „მე დავბრუნდები“.
ცნობისთვის, რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს 24 ოქტომბერს გადასცეს.