logo
ENG



რუსმა თავდამსხმელებმა ლუჰანსკში ბოლო 24 საათში ათობით სახლი დაანგრიეს, არის მსხვერპლი

02 მაი 202210:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/z4n52oe6b9sxtt6.png

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა თავდამსხმელებმა რეგიონში ბოლო 24 საათში ათობით სახლი დაანგრიეს. 

დაიღუპა 3 მოქალაქე, კიდევ 3 კი დაიჭრა. 

სამხედრო ადმინისტაციის ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის თქმით, დაინგრა 28 სახლი. 

"სამი მოქალაქე დაიღუპა, სამი - დაიჭრა. ლისიჩანკაში დაინგრა გიმნაზია, რომელიც ბელგიური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ქალაქ ზოლოტოეში სროლის დროს დაიჭრა 2010 წელს დაბადებული ბიჭი. დაიღუპა ზოლოტოეს მცხოვრები ქალი. კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა პოპასნასა და ლისიჩანკაში

ძალიან მძიმე დღე იყო. განგრძობითმა სროლებმა ხელი შეუშალა სრულ ევაკუაციას". - თქვა სერჰი ჰაიდაიმ


close დახურვა