რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერი მიიტანეს, რა დროსაც სარკინიგზო გზები დაზიანდა და ვაგონები აფეთქდა.
თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიკოვი ამბობს, რუსებმა ერთი რაკეტა სარკინიგზო გზების მიმართულებით, მეორე კი ღია სივრცის მიმართულებით ისროლეს.
"ამ დროისთვის მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია. ადგილზე ხანძარია და მაშველები მის ჩაქრობას ცდილობენ. წინასწარი მონაცემებით არავინ დაღუპულა. მეორე რაკეტა ღია სივრცეს მოხვდა და იქაც ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ერთი ადამიანი", - ამბობს რეზნიკოვი.
ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებიდან არ გამოვიდნენ.
