logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაშავებულები

10 ოქტ 202408:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/10/9s80bafjfy2ropr.png

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა, ხოლო ათობით საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ივან ფედოროვი ამბობს, რომ დაშავებულები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

"ზაპოროჟიეში განადგურებულია კერძო სახლები, გვყავს დაშავებულებიც. ასეთია რუსების დილანდელი თავდასხმის შედეგი. ამ დროის მონაცემებით 2 ადამიანი დაშავდა. მედიკოსები მათ ეხმარებიან", - თქვა ფედეროვმა.


close დახურვა