logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს, დაიბომბა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი

26 ივნ 202211:36
3 წუთის საკითხავი
 

რუსმა ოკუპანტებმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

დაიბომბა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, შენობაში მცხოვრებთა ნაწილი ევაკუირებულია, 2 დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.

ამ დროის ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. 

ადამიანების ნაწილი ნანგრევებში რჩება, თუმცა, ისინი ცოცხლები არიან. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. 


close დახურვა