რუსი ოკუპანტები თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან გამოჩნდნენ.
ისინი მიწის მორიგ ნაკვეთს იტაცებენ.
უკანონო ინსტალაციების მონტაჟი ამ წუთებში მიმდინარეობს.
თამარაშენი-ღოღეთის გასაყართან მათ ტახტისძირიდან გადმოინაცვლეს, სადაც რამდენიმე დღის წინ მავთულხლართები 2 მეტრით გადმოწიეს.
დავით ქაცარავა ამბობს, რომ ადგილზე, სავარაუდოდ, მავთულხლართებს ვიხილავთ.