logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ოდესას ცეცხლი გაუხსნეს - ისმის აფეთქებების ხმა

17 მაი 202420:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/17/i65du0p6vjrfswx.png

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ოდესაში საჰაერო განგაშია ამოქმედებული, უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რეგიონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსების ტაქტიკური ავიაციის აქტივობა შეინიშნება.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი მოსახლეობას მოუწოდებს უსაფრთხო ადგილებში გადაინაცვლონ და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

კიპერის თქმით, ოლქში უკვე რამდენიმე აფეთქების ხმა იყო. სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა.


close დახურვა