logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკი სრულად აიღეს

25 ივნ 202220:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/25/oe0wdapt81g8pdw.jpg

სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტრიუკის განცხადებით, რუსებმა ქალაქი მთლიანად აიღეს.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა უკვე დანიშნეს თავისი "კომენდანტი". 

"ქალაქი ისეა დანგრეული, ხალხს გაუჭირდება ამ ყველაფერთან გამკლავება. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი უკრაინის კონტროლქვეშ მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდება". - თქვა სტრიუკმა

მოქალაქეებს ქალაქის დატოვება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით შეუძლიათ. 

სტრიუკმა თქვა ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც აზოტის ქარხანას აფარებდნენ თავს, ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებენ. ახლა ისინი ოკუპაციის პირობებში არიან. 

"ადამიანებს, რომლებიც აზოტის ქარხანას სამ თვეზე მეტ ხანს აფარებდნენ თავს, ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ, მაგრამ რუსებმა მათი მდგომარეობით ისარგებლეს და უკვე დაიწყეს პროპაგანდისტული ვიდეოების გადაღება". - თქვა ალექსანდრ სტრიუკმა

24 ივნისს ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ თქვა, რომ სევეროდონეცკიდან უკრაინული არმიის გაყვანა უწევთ ტაქტიკური უკანდახევის მიზნით. 

სევეროდონეცკს რუსებმა მას შემდეგ შეუტიეს, რაც მარიოუპოლშიაზოვსტალში უკრაინელი სამხედროები ტყვედ ჩაბარდნენ, ვინაიდან ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი იყო, ბლოკადის სამხედრო გზით მოხსნა კი შეუძლებელი. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საბრძოლო მოქმედებები 4 თვეა, გრძელდება. აგრესორი ქვეყანა თავდაპირველად უკრაინის მრავალ ქალაქს ერთდროულად უტევდა, თუმცა, რუსებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ახლა ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. 

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა უკრაინას მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. შეწყდა ვაჭრობა და ფრენები. ქვეყანა დატოვა ასობით დასავლურმა ბრენდმა. 

ომის შედეგად ლტოლვილად იქცა 12 მილიონზე მეტი უკრაინელი მოქალაქე. დაიღუპა ასეულობით ადამიანი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი.   


close დახურვა