logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში ახალი საოკუპაციო ბანერი დაამონტაჟეს

22 აგვ 202114:41
3 წუთის საკითხავი
 

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი დაამონტაჟეს. 

ბანერი გორის სოფელ ხურვალეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დამონტაჟდა.

8 აგვისტოს ის ამ ადგილას არ ყოფილა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ბანერი ძველია და რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხურვალეთში ოკუპანტებს ე.წ ბორდერიზაციის სამუშაოები არ განუახლებიათ.


close დახურვა