logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სლავუტიჩი დაიკავეს

27 მარ 202200:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/27/fhng3nu6r4evtow.jpg

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სლავუტიჩი დაიკავეს. ინფორმაციას ქალაქის მერი იური ფომიჩოვი ავრცელებს, 

ფომიჩოვის თქმით, ქალაქი რუსული შეიარაღებული ფორმირებების მიერაა ოკუპირებული. 

"სლავუტიჩი დღეიდან ოკუპირებულია. ჩვენ მედგრად ვიცავდით ჩვენს ქალაქს, 3 დღის წინ მივიღეთ ულტიმატუმი ჩაგვებარებინა ის ბრძოლის გარეშე, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა, ეროვნულმა პოლიციამ, მიიღო გადაწყვეტილება ქალაქი ბოლომდე დაეცვა. სხვანაირად არ შეეძლოთ, ისინი სამხედროები არიან, ამისთვის იბრძვიან", - განაცხადა ქალაქის მერმა. 

მისივე განცხადებით, ოკუპანტებთან ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. გარდა ამისა, სლავუტიჩში ამოქმედდება კომენდანტის საათი საღამოს 19:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, რომელსაც მერის თქმით, ოკუპანტები გააკონტროლებენ. 

როგორც მერი ამბობს, დღეს ოკუპანტებმა 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. 

ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობა სლავუტიჩში რუსების წინააღმდეგ აქციას მართავდა. 

 


close დახურვა