რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში მდებარე ბალაკლეის რაიონულ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, საავადმყოფოში 70-მდე ადამიანი იმყოფება.
"პაციენტები და პერსონალი დაუყოვნებლივ ევაკუაციას საჭიროებენ. საუბარია დაახლოებით 70 პაციენტსა და მედპერსონალზე. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათი გადარჩენა შევძლოთ. ბალაკლეა არის ხარკოვის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორია. ეს ქმედება მორიგი სამხედრო დანაშაულია, რომელიც რუსებმა ხარკოველების წინააღმდეგ ჩაიდინეს", - აღნიშნა სინეგუბოვმა.