რუსეთის მოქალაქეები თუ ბიზნესი საქართველოში სულ უფრო მეტ მოგებას ნახულობენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. მარტის შემდეგ 6,400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. რუსეთიდან იმპორტის წილი ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა. რუსეთის ეკონომიკაზე საგანგაშო ბმის სრული სურათი საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეისწავლა, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაცია ივანიშვილის ხელისუფლების თავდასხმის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. ოცნება ქსენოფობიაში ადანაშაულებს ყველას, ვინც ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. საქართველოში, როგორც სახლში- ასეთი პათოსით ჩამოდის სანქციებს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში, რაც სულ უფრო მეტ კერძო ობიექტსა თუ პროექტში ვლინდება.
რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული ქვეყანა
03 აგვ 202220:07
3 წუთის საკითხავი