რუსული სიმღერის შეუსრულებლობის გამო ზუგდიდში მომღერლებსა და წვეულებაზე დამსწრე საზოგადოებას შორის დაპირისპირება მოხდა. თბილისიდან ჩასული მომღერლების ჯგუფმა სასტუმრო „ლეთოში“ გამართულ წვეულებაზე მისულ საზოგადოებას უარი განუცხადეს რუსული სიმღერების შესრულებაზე, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. მომღერლებმა მხოლოდ ერთი სიმღერა შეასრულეს და შემდეგ უარი განაცხადეს რუსული სიმღერის შესრულებაზე. მომხდარის შესახებ ინფორმაციას timer.ge ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ფორმულას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილითაა დაწყებული, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.