logo
ENG



რუსული გემები, რომლებიც თებერვლის შემდეგ ნებართვას ელოდნენ, თურქეთმა შავ ზღვაში არ შეუშვა

07 ნოე 202215:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/07/vj65caramlr4lul.jpg

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები თურქეთმა შავ ზღვაში არ შეუშვა - ახლა ისინი ვლადივოსტოკში ბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანდრეი კლიმენკომ გაავრცელა.

რუსული გემები თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის გადაკვეთის ნებართვას თებერვლის შემდეგ ელოდნენ. კლიმენკო წერს, რომ ფლოტის სარაკეტო კრეისერი ვარიაგი და დიდი წყალქვეშა ხომალდი ადმირალი ტრიბუცი 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში, ვლადივოსტოკის ბაზისკენ მიმავალ გზაზე დააფიქსირეს.

მისი ინფორმაციით, ვარიაგი და ადმირალი ტრიბუცი ხმელთაშუა ზღვაში 2 თებერვლიდან იმყოფებოდნენ და შავ ზღვაში გადასასვლელად ემზადებოდნენ, რათა შემდგომ უკრაინის ტერიტორიისთვის შეეტიათ.


close დახურვა