logo
ENG



რუსული დრონების შეტევას ზაპოროჟიესა და ხერსონში მსხვერპლი მოჰყვა

19 აგვ 202612:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/19/w2oqtz5rsupfkmp.png

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქებზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.

19 აგვისტოს დილით, ხერსონზე განხორციელებული დრონების შეტევისას, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი უპილოტო აპარატი სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. თავდასხმის შედეგად ადგილზე დაიღუპა 4 და დაიჭრა 5 ადამიანი.

პარალელურად, გასული ღამის განმავლობაში ინტენსიური საჰაერო იერიში მიმდინარეობდა ზაპოროჟიეზეც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, ქალაქში 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა. დარტყმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული შენობა. ხანძრების ლიკვიდირება მაშველებმა დილისთვის შეძლეს.

თავდასხმამ სერიოზული ზიანი მიაყენა ენერგოობიექტებსაც — ადგილობრივი ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


close დახურვა