logo
ENG



რუსული კანონპროექტით, თანამემამულედ ჩაითვლება ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს

29 მარ 202214:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/29/3405d8kfi776fez.jpg

დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თანამემამულედ იქნება აღიარებული ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს. 

კანონპროექტის ავტორი დუმის დსთ-ის საკითხებში, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინია. დოკუმენტი დუმის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ორშაბათს განთავსდა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი აღმოფხვრის მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანებებს, რომლებიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

ანუ, კანონპროექტით შემოთავაზებულია, თანამემამულეებად აღიარონ ის პირები, რომლებმაც „იციან რუსული ენა, რომელთა უშუალო წინაპრები დაიბადნენ ან იცხოვრეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე". 

გარდა ამისა, "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში გაიზარდა თანამემამულეების ახალი თაობა, რომლებსაც არ ჰქონიათ სსრკ-ის მოქალაქეობა. შესაბამისად, ცნება "თანამემამულის" განმარტებაში გამოირიცხა სსრკ-ის მოქალაქეობასთან კავშირი". 

ამასთან, კანონპროექტი "ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები ხალხების სიის დაზუსტებას". კერძოდ, ბელარუსი და უკრაინელი ხალხის აღრიცხვას. 


close დახურვა