logo
ENG



რუსული კულტურის ცენტრის უკან ჯაშუშური ქსელი მოქმედებს - ბათუ ქუთელია

09 დეკ 201913:12
3 წუთის საკითხავი
 
ipgpvdzx38989bh.jpg

 

"რუსული კულტურის ცენტრი-ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში" - ამ თემაზე პოლიტიკოსების, ექსპერტების, ხელოვანებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით "რუმსში" კონფერენცია იმართება. ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია, ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერია, ცენტრის უკან კი რეალურად, ჯაშუშური ქსელი მოქმედებს.  

„რუსეთი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ზოგადად დემოკრატიული სისტემის მთავარი მტერი. მან ჰიბრიდული ომი გამოუცხადა ამ სისტემას. ჰიბრიდული ომის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ იარაღიზებულია ყველაფერი, კულტურა, სპორტი, ინფორმაცია, ბიზნესი. რაც შეეხება ცენტრს, რატომ არის მათი საჯაშუშო საქმიანობის კომპონენტი, პირდაპირ მაგალითი კმარა. აშშ-ში ახლახანს დახურეს ასეთი ცენტრი, რომელიც ამერიკის წინააღმდეგ შპიონაჟით იყო დაკავებული. იგივე მოხდა პარიზშიც. რუსული კულტურის ცენტრის უკან მოქმედებს ჯაშუშრი ქსელი“, - აცხადებს ქუთელია.

შეგახსენებთ, რომ რუსმა დიპლომატმა გრიგორი კარასინმა თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა დააანონსა. კარასინმა ეს განცხადება პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურა აბაშიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც თავად აბაშიძე განმარტავს, ის ცენტრის შესაძლო გახსნის შესახებ იფნორმაციას არ ფლობს.

 

 


close დახურვა