9 სექტემბრის ღამეს მოსკოვის სამ აეროპორტში 10-ზე მეტი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია Ria Novosti აქვეყნებს.
"სულ მცირე 13 ფრენა გადაიდო და 4 გაუქმდა მოსკოვის სამ აეროპორტში - ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტოვოში", - წერს გამოცემა Telegram-ზე.
ბოლო დროს, რუსეთის აეროპორტებმა არაერთხელ გადადეს და გააუქმეს ათობით ფრენა. 5 სექტემბერს, მოსკოვის აეროპორტებში 40-მდე რეისი გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა.