logo
ENG



რუსული მედია: საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება

27 ნოე 201909:33
3 წუთის საკითხავი
 
mtrgqpcnb1vzw1v.jpeg

რუსული მედიის, კერძოდ, izvestia-ს ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება. როგორც მედიასაშუალებას სახელისუფლებო წყარომ განუცხადა, ფრენები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა აღდგენილიყო, მაგრამ ქვეყანაში ჯერჯერობით არასტაბილური ვითარებაა, კერძოდ მიმდინარეობს დემონსტრაციები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. პუტინის ბრძანება საქართველოში 20 ივნისს დაწყებულმა ანტისაოკუპაციო აქციებმა გამოიწვია.


close დახურვა