logo
ENG



რუსული ნეიტრალიტეტი - კაპიტულაცია - დროება

27 მარ 202221:02
3 წუთის საკითხავი
 

დასავლეთმა მიატოვა უკრაინა, ნატო არ ეხმარება უკრაინას, ევროპას არ სცალია უკრაინისთვის, ზელენსკი კაპიტულაციისთვის ემზადება, კიევი ნეიტრალიტეტზე თანახმაა - ეს რუსული პროპაგანდის ნარატივია, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები ჩვენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ტროლ-ბოტები და დაფინანსებული ვითომ ექსპერტები დიდი ენთუზიაზმით ტირაჟირებენ. ჯერ იმდენს არ კადრულობენ, რომ ეს საკუთარი მედიით მოუყვნენ საზოგადოებას, მაგრამ ამის სანაცვლოდ პუტინის უკრაინაში შეჭრისთანავე "გარეჯი საქართველოას" შემქმნელებმა "ომი გინდათ" შემოგვთავაზეს.


close დახურვა