logo
ENG



რუსული ოცნება-მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება

24 ოქტ 201911:13
3 წუთის საკითხავი
 
1ccr2xreq2us21t.jpeg

"რუსული ოცნება," "ვენდობი რუსეთის პროკურატურას-წულუკინი"-ამ შინაარსის პლაკატებით ამ წუთებში მთვარობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იმართება. მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ის პრორუსულია.

"დღევანდელი აქციის მიზანია იმ მანკიერების წარმოჩენა რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება რეალურად წარმოდგენს. ეს არის ჯგუფი, რომელმაც რეალურად ვერ გადაჭრა ხალხის წინაშე არსებული ვერც ერთი პრობლემა. პირიქით, 7 წლის განმავლობაში ისინი თამაშობენ სახელმწიფოებობანას და წარმოადგენენ ოპოზოციის ოპოზიციას. არიან აბსოლუტურად უუნაროები იმ პრობლემების წინაშე, რის წინაშეც ქვეყანა დგას. გვინდა, რომ მოქალაქეებს დავანახოთ ჩვენი აზრით რას წამოადგენს "ქართული ოცნება."  ამას ასახავს ჩვენი პერფორმანსიც.  მთავრობაში, ადამიანები ფულს იღებენ იმაში, რომ ერქვათ მინისიტრები და აკეთებენ არაფერს გარდა იმისა, რომ ემსახურებიან ერთ ადამიანს,"- აცხადებს მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" წევრი  ნოდარ რუხაძე.


close დახურვა